| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სასკოლო საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აისახოს მოსწავლის ყოველდღიური შრომა და ნიჭი საბოლოო აკადემიურ ქულაში. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლებში სემესტრული ნიშანი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
მიმდინარე საშინაო დავალება; მიმდინარე საკლასო დავალება; შემაჯამებელი დავალება - რეფორმის მიხედვით, სამივე კომპონენტს აბსოლუტურად ერთნაირი წონა აქვს. თუმცა, რამდენად ასახავს ეს მიდგომა ბავშვის რეალურ ცოდნას?
აღნიშნულ თემაზე არსებული მოლოდინისა და პრაქტიკული გამოწვევების გასაანალიზებლად etaloni.ge პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის, კასპის მუნიციპალიტეტის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორს ნათელა გორგაძეს დაუკავშირდა.
ქალბატონი ნათელა მიიჩნევს, რომ საეჭვოა კომპონენტების ხელოვნურმა გათანაბრებამ რეალური აკადემიური დონე განსაზღვროს:
„როდესაც საშინაო დავალებას ზუსტად იმავე ფუნქციურ წონას ვანიჭებთ, რასაც შემაჯამებელ დავალებას, რეალური სურათი შესაძლოა დაიკარგოს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ საშინაო დავალებებს ბავშვები ხშირად მშობლების დახმარებით ასრულებენ, რასაც პედაგოგი ბუნებრივია მაღალი ნიშნით ვერ შეაფასებს“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალბატონი ნათელა, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეფორმები, ცვლილებები აუცილებელია და მედლის მეორე მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას:
„ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ერთი კონკრეტული ტესტის წარმატება ან წარუმატებლობა გადამწყვეტი არ გახდეს:
„როდესაც საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებებს თანაბარი ფუნქციური დატვირთვა ექნება, სასწავლო პროცესი უფრო კომპლექსური გახდება, საბოლოოდ კი შემაჯამებელი დავალება შეამოწმებს, რამდენად ღრმად გააანალიზა მოსწავლემ განვლილი მასალა და შეუძლია თუ არა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეებს აღარ ექნებათ ილუზია, რომ შეუძლიათ მთელი სემესტრი არ ისწავლონ და ნიშანი მხოლოდ შემაჯამებელი წერისას „გამოასწორონ“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ