სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც აღიარებ მის შესაძლებლობებს და მოტივაციას უმაღლებ“ - კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი
08-10-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორ პეტროს აკოპიანისთვის სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, პირველ რიგში, მომზადებულ სასკოლო გარემოსა და მოსწავლე-მასწავლებელთა მოტივირებას უკავშირდება. 

სკოლის ხელმძღვანელის თქმით, მოსწავლისთვის სწავლა მაშინ იქცევა სიხარულად, როდესაც პედაგოგი ინოვაციურ აქტივობებს მიმართავს და ცოდნას რეალურ ცხოვრებას უკავშირებს.

პეტროს აკოპიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვას როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეთა და მასწავლებელთა ხალისიანი განწყობა, სკოლის მზაობა და პროდუქტიული შემართება. 

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- რამდენად გასაგები და საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. 

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლე გისმენს, ესმის და აქტიურად ერთვება საგაკვეთილო პროცესში. 

-  ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მოსწავლეების ინტერესის გამოხატვით, აქტიურობითა და ჩართულობით. 

-მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- მრავალფეროვან აქტივობებსა და რესურსებს. 

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- აღიარებ მის შესაძლებლობებსა და მოტივაციას უმაღლებ. 

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- ინოვაციურ აქტივობებს იყენებს პედაგოგი, ზრუნავს მოსწავლეთა განათლებაზე და ხელს უწყობს ამ განათლების გამოყენებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება