სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იდეალური გაკვეთილი იწყება მკაფიო მიზნით, მოსწავლეთა მოტივირებით“ - გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორი საულ სულაბერიძე
08-10-2026
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორ საულ სულაბერიძისთვის სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, პირველ რიგში, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას უკავშირდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა იგრძნოს მხარდაჭრა და დაფასება. 

დირექტორისთვის მოსწავლეთა მოტივირება იდეალური გაკვეთილის წინაპირობაა. ამისთვის კი, საჭიროა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების, აქტივობებისა თუ რესურსების გამოყენება. 

გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის ხელმძღვანელი გვიზიარებს საკუთარ ხედვას როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- თანამშრომლობითი, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი თავს დაფასებულად და მხარდაჭერილად იგრძნობს.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ…

- სასწავლო მიზნებზე, მოსწავლეთა საჭიროებებსა და იმაზე თუ რა მეთოდებითა და რესურსებით იქნება შესაძლებელი საუკეთესო შედეგის მიღწევა.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში, აღწევენ დასახულ მიზნებს და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მკაფიო მიზნით, მოსწავლეთა მოტივირებითა და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- მრავალფეროვან და მათზე მორგებულ აქტივობებს, თამაშით სწავლებას, ვიზუალურ და ციფრულ რესურსებს, ასევე მოსწავლეთა ინტერესებისა და იდეების გათვალისწინებას.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მისი შრომა, პროგრესი და შესაძლებლობები აღიარებული და დაფასებულია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, აქვს არჩევანისა და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და სწავლას რეალურ გამოცდილებას უკავშირებს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება