სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
22-09-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს. 

15 სექტემბერს, სკოლის კარი საზეიმოდ გაიღო. მოსწავლეთა დაბრუნებას დირექცია და პედაგოგები დიდი სიხარულით ელოდნენ და ბავშვების მოტივაციაზეც გამორჩეულად იზრუნეს. მათ მოწაფეებს საზეიმოდ მორთული სკოლა დაახვედრეს. 

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა. 

სკოლის დირექტორმა თენგიზ ოსეფაიშვილმა სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური წელი უსურვა. 

„საზეიმოდ მორთული სკოლა შეეგება თავის მოსწავლეებს. იყო ერთმანეთის ნახვით გამოწვეული სიხარული და ბედნიერება. როგორ მოგვნატრებია მშობლიური საკლასო ოთახები, მერხები, ყველა კუთხე-კუნჭული. მოვედით მზით გარუჯულები, გაკაჟებულები და ენერგიით სავსენი. დაიწყო ახალი სასწავლო წელი ახალი სურვილებით, ახალი მიზნებით, უკეთესად სწავლის სურვილით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წელსაც საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას ჰპირდებიან. 

ერკეთის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს ახალ სასწავლო წელს, უსურვებს წინსვლას და წარმატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

15 სექტემბერს, სკოლამ მოსწავლეებს კარი საზეიმოდ გაუღო

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება