| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ახალი სასწავლო მიზნებით დაიწყეს.
15 სექტემბერს, სკოლამ მოსწავლეებს კარი საზეიმოდ გაუღო. სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო, ლამაზმა დახვედრამ კი ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
ამ დღის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ, მათ კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა სკოლის დირექტორმა, სარსიკ დურგანიანმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი სასკოლო გზა უსურვა.
საზეიმო მიღების შემდეგ ბავშვებმა მოწესრიგებულ და ლამაზად მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახებში გადაინაცვლეს. მათი წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი ელოდებათ. მათ ცოდნაზე კი პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ.
იხილეთ ვიდეო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა