| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N141 საჯარო სკოლაში ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულია.
წელსაც სკოლის კარი მოსწავლეებისთვის საზეიმოდ გაიღო. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს, განსაკუთრებულად კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე. 15 სექტემბერს პატარებს სკოლაში ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს და ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს.
დღის გმირებმა ცოდნის სამყაროში თამამად შეაბიჯეს, წინ კი საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ, სადაც მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები გაუწევენ.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული და ბედნიერი სასკოლო გზა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო!
გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
სკოლის კარები კვლავ იღება ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, მეგობრობისა და წარმატებებისკენ. გისურვებთ, ეს სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის იყოს ბედნიერი, საინტერესო და წარმატებული.
გქონდეთ დიდი მიზნები, არასოდეს შეგეშინდეთ სიახლეების, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და გახსოვდეთ - ყოველი ახალი დღე არის ახალი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ თქვენს ოცნებებს.
წარმატებულ, ნაყოფიერ და დაუვიწყარ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- აღნიშნა სკოლაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“