სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავალი საზეიმოდ დაიწყო 
17-09-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

წელსაც, ტრადიციულად, სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა.

სკოლა სრულად მომზადებული შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, ბავშვებს კი დაუვიწყარი დახვედრა მოუწყო.

დღესასწაულის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ - ახალი სასკოლო ფორმებით, თვალებგაბრწყინებულნი, ახალი ემოციებითა და სწავლის წყურვილით. 

მათთვის დაუვიწყარი საგანმანათლებლო თავგადასავალი იწყება, მათ ცოდნაზე კი საკუთარ საქმესა და ბავშვებზე შეყვარებული პედაგოგები იზრუნებენ.

პირველკლასელებს კომპიუტერები და სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ.  

სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს, მათ გზა დაულოცა  და წინსვლა უსურვა იმ ლამაზ სამყაროში რასაც სწავლა და წიგნის სიყვარული ჰქვია.

„თქვენ ჩვენი მომავალი და იმედი ხართ, თქვენი არსებობით ალამაზებთ ირგვლივ ყველაფერს, ჩვენ უფროს თაობას და თქვენს პედაგოგებს გვაძლევთ იმედს, რომ ჩვენი მომავალი საიმედო ხელშია. პირველკლასელებო, რომლებმაც პირველად შემოაღეთ სკოლის კარი და შემოხვედით ცოდნის ტაძარში, ვიცი, რომ იმედებს გაგვიმართლებთ და თქვენს თვალებში, რასაც ახლა ვხედავ სიხარულს ასე სიხარულით ისწავლით, ჩვენ კი სკოლა, პედაგოგები და მშობლები თავს არ დავზოგავთ, რომ ღირსეულ ადამინებად ჩამოყალიბდეთ და გამოადგეთ ქვეყანას. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩემო მერცხლებო!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება