სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!“- დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიან საშუალო სკოლა „ივერიაში“ სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
16-09-2026
-
+


დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიაში“ სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სკოლაში დაბრუნებას დიდი სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.

​პირველ სასწავლო დღეს სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა.

ბავშვებს დღე გაუმხიარულეს ანიმატრებმა, მათ მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართეს, რის შემდეგაც პირველკლასელებს კლასებში მოსიყვარულე და მზრუნველი პედაგოგები შეუძღვნენ.

სკოლის დირექტორმა ნინო გერგიძე-რიჟამაძემ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს დიდი მიმართა და წარმატებული და საინტერესო სასწავლო წელი უსურვა. პირველკლასელებს კი საინტერესო საგანმანთლებლო თავგადასავალებით გაჯერებულ სასწავლო წელს დაჰპირდა. 

„ივერიელებო“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის.

განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი. ბედნიერ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს

სკოლა ,,ივერია” - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!“,- აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება