| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა.
სკოლაში მოსწავლეთა დაბრუნება ყოველთვის გამორჩეულად ახარებთ, ამიტომ დღის გმირებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა დირექტორმა, დარეჯან ლაკვეხელიანმა და წარმატებული აკადემიური წელი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსუსრვა.
„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებული სითბოთი ვეგებებით ჩვენს სამ ახალ მოსწავლეს! გვიხარია, რომ დღეიდან ჩვენთან ერთად ხართ. გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს სიხარულის, ახალი აღმოჩენებისა და დიდი წარმატებების დასაწყისი!
გახსოვდეთ, ცოდნისაკენ მიმავალი გზა უსასრულო და საოცარი თავგადასავალია. სკოლა არ არის მხოლოდ შენობა — ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად საკუთარ საუკეთესო ვერსიას ახლად აღმოაჩენთ, სწავლობთ მეგობრობას, სიკეთესა და ოცნებებისკენ სწრაფვას.
არ შეგეშინდეთ შეცდომების, რადგან სწორედ ისინი არიან ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებლები. იარეთ წინ ინტერესითა და გაბედულებით. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი უნიკალურია, ხოლო შრომა და ცნობისმოყვარეობა ის გასაღებია, რომელიც ნებისმიერ კარს გაგიღებთ“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად