| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეებთან შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ - საზეიმოდ მოირთო სასკოლო სივრცე, განთავსდა დეკორაციები და უამრავი ფერადი ბუშტი.
ამ დღის მთავარი გმირები კი პირველკლასელები იყვნენ - მათ კუთვნილი კომპიუტერები და სახხელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ. პატარები პედაგოგებმა დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს და სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს.
სწავლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სკოლის დირექტორმა, ტარიელ სირბილაძემ გულთბილად მიულოცა.
დირექტორმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას, უსურვა მოსწავლეებს დაუღალავი შრომა, ახალი ცოდნის შეძენა და წარმატებული სასწავლო წელი.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მზადაა, შეიქმნას ყველა პირობა მოსწავლეთა სრულყოფილი განვითარებისა და ხარისხიანი განათლების მისაღებად.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად