| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ტრადიციულად, დიდი სიხარულით ეგებებიან.
სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ ახალი თაობის მიღება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებს პირველი სასწავლო დღესასწაულად უქციონ.
განსაკუთრებული და დაუვიწყარია ეს დღე სკოლის ყველაზე პატარა მოსწავლისთვის, პირველკლასელი დაჩი ბერიძისთვის, რომელმაც დღეს სკოლის დიდი და საინტერესო სამყაროს კარი პირველად შეაღო.
სკოლაში მას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს და სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს.
სკოლის დირექტორმა - ავთანდილ ვანაძემ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
დაჩი, გისურვებთ, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე იყოს ცოდნით, მეგობრობით, ღიმილითა და უამრავი ბედნიერი მოგონებით სავსე!
გისურვებთ წარმატებულ პირველ ნაბიჯებს განათლების უსაზღვრო სამყაროში და ბევრ ლამაზ გამარჯვებას!
ასევე, სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად