სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლაში პირველი ზარი სამი პირველკლასელისთვის დაირეკა - დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს ლამაზი დახვედრა მოუწყვეს
16-09-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ. 

წელს სკოლის კარი სამმა პირველკლასელმა შეაღო. პირველი სასწავლო დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული ემოციებითა და მოლოდინებით იყო სავსე. წინ მათ უამრავი ახალი აღმოჩენა და საგანმანათლებლო თავგადასავალი ელოდებათ, მეგზურობას კი მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები გაუწევენ. 

15 სექტემბერს პატარებს სკოლაში განსაკუთრებულად დახვდნენ და სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება სიხარულად უქციეს. 

„ეწერის საჯარო სკოლაში დღეს სამმა პირველკლასელმა ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგა, პატარა ხელებით პირველად აიღეს კალამი და დიდი მონდომებით დაიწყეს ახალი, საინტერესო გზის გავლა. ეს მხოლოდ სწავლის დასაწყისი კი არა, მათი დიდი ოცნებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია“,- გვეუბნებიან სკოლაში და პატარებს საინტერესო სასწავლო პროცესსა და შემეცნებითი თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას ჰპირდებიან.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება