| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
15 სექტემბერს სკოლის შენობა ბავშვების ჟრიამულით აივსო. ბავშვებს დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს და სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს.
დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად. პატარებს კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
შემდეგ კი პირველკლასელებს დამირგებლები მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახებში შეუძღვნენ. ცოდნის სამყაროში პატარებს მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები გაუწევენ, რომლებიც ბავშვებს დაუვიწყარ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
„გილოცავთ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!
სკოლის კარის გაღება ყოველთვის უკავშირდება ახალ იმედებს, მიზნებსა და დიდ შესაძლებლობებს. ეს არის გზა, სადაც ყოველდღიურად იბადება ახალი იდეები და ყალიბდება მომავალი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად