| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ - საზეიმოდ მოირთო და მოიკაზმა სასკოლო სივრცე.
განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე. მათ პატარები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.
დირექტორმა თამარ მუმლაძემ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს მიმართა და გულითადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.
დირექტორი მოსწავლეებს საგანმანათლებლო თავგადასავალებით სავსე სასკოლო ცხოვებას შეჰპირდა და პირობა დადო, რომ მათზე გამორჩეულად იზრუნებს და ყოველთვის მათი ინტერესების დამცველი იქნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად