სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინ ახალი ცოდნის, შესაძლებლობებისა და გამარჯვებებისკენ“- ტყიბულის N2 სკოლა​ში სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა
16-09-2026
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელიზარ-ზეიმით დაიწყო.

15 სექტემბერს სკოლის შენობა ბავშვების ჟრიამულით აივსო. მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს და პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად უქციეს. 

სასწავლო პროცესის განახლება სკოლაში განსაკუთრებული სიხარულითა და ემოციებით აღინიშნა. 

სკოლას ესტუმრნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, რომლებმაც მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა მიღწევებს - წარმატებულ და გამორჩეულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ, რაც მათი შრომისა და მონდომების დაფასებაა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით დაუვიწყარი აღმოჩნდა პირველკლასელებისთვის, რომლებსაც საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ. ეს მნიშვნელოვანი საჩუქარი მათ სასწავლო პროცესში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

სკოლის დირექტორმა მეგი ქათამაძემ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.

„ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ საინტერესო, წარმატებულ და უამრავი ლამაზი მოგონებით სავსე სასწავლო წელს!

წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს — წინ ახალი ცოდნის, შესაძლებლობებისა და გამარჯვებებისკენ“,- აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება