სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაბედულად იარეთ თქვენი ოცნებებისკენ!“- ჩქუმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
16-09-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო.

15 სექტემბერს სკოლის შენობა ბავშვების ჟრიამულით აივსო. ბავშვებს დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს და პირველი სასწავლო დღის მღელვარება ზეიმად უქციეს. 

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად. საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე ლამაზი სანახავია. 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

„ჩქუმის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 

გისურვებთ, ეს წელი თქვენთვის იყოს სიხარულით, საინტერესო აღმოჩენებით და წარმატებებით სავსე.

ყოველი სასწავლო დღე იყოს ახალი შესაძლებლობა — ისწავლოთ, იოცნებოთ, იშრომოთ და საკუთარი შესაძლებლობების გჯეროდეთ. 

გისურვებთ, არასოდეს შეგეშინდეთ შეცდომების, რადგან ყოველი შეცდომა ახალი გამოცდილებაა და ყოველი მცდელობა — წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

გაბედულად იარეთ თქვენი ოცნებებისკენ!

წარმატებული, ბედნიერი და ლამაზი სასწავლო წელი გქონოდეთ! 

გილოცავთ სკოლის დაწყებას!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება