სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლახამულას საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს
16-09-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია.

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. 

სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ყოველთვის ზრუნავენ. წელსაც მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის სასწავლო პროცესის დაწყება ზეიმად ექციათ. 

ლამაზი სანახავი იყო - ახალ სასკოლო ფორმებში გამოწყობილი პირველკლასელები, საგულდაგულოდ გაფორმებული საკლასო ოთახები, ფოიე, ერთი წლით გაზრდილი მოსწავლეები 

მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა, ნაზი საბანიძემ, ვრცელი მისალმებით მიულოცა და მათ წარმატებები, საინტერესო აღმოჩენები და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები სიგელებითა და საინტერესო წიგნებითაც დაჯილდოვდნენ. 

განსაკუთრებული ემოცია კი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების სამადლობელ სიტყვებს მოჰყვა - მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და იმ გამოცდილებასა და მოგონებებზე ისაუბრეს, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება.

სკოლაში ახალი სასწავლო წელი ახალი მიზნებით, მოლოდინებითა და საზეიმო განწყობით გაგრძელდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება