სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაზე დიდი სიმდიდრე ბავშვებია“ - ქუთაისის №16 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ დაიწყო 
15-09-2026
-
+


ქუთაისის №16 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს დიდი დღესასწაული მოუწყვეს. სასკოლო ცხოვრების დაწყება ბავშვებს მიულოცეს საყვარელმა ზღაპრის გმირებმაც და ეს დღე კიდევ უფრო გაულამაზეს.

„დღეს, განსაკუთრებული დღე იყო - დღე, როცა სკოლის ეზო ბავშვების სიცილმა, სიხარულმა და ბედნიერმა თვალებმა გაავსო. 

ჩვენი პატარა პირველკლასელები დიდი ემოციებით შემოვიდნენ იმ სამყაროში, სადაც მათ ცოდნა, მეგობრობა და უამრავი ლამაზი მოგონება ელოდებათ. ანიმატორებმა მათ ეს დღე კიდევ უფრო მხიარული და დაუვიწყარი გაუხადეს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

პატარებს ესტაფეტა გადააბარეს დღეს უკვე სტუდენტებმა - 2026 წლის კურსდამთავრებულებმა, რომელთა სკოლაში სტუმრობა სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა.

„ყველაზე ამაღელვებელი ჩვენი კურსდამთავრებულების დაბრუნება იყო… ჩვენი მედალოსნები, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან. ისინი დღეს თითქოს საკუთარ ბავშვობასაც შემოეხვივნენ და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სკოლა არასოდეს მთავრდება - ის გულში რჩება,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალი თაობის მიღებით გამორჩეულად ხარობენ. 

„დღეს №16 სკოლამ კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ მისი ყველაზე დიდი სიმდიდრე ბავშვებია - ისინი, ვინც დღეს მოდიან პატარა ნაბიჯებით და ისინი, ვინც უკვე დიდი ოცნებებით მიიწევენ წინ“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო წელს დიდი შემართეითა და დიადი მიზნებით იწყებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება