სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაე, ეს წელი ყოფილიყოს სიახლეებით, შემოქმედებითი ენერგიითა და სიხარულით სავსე“ - ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
15-09-2026
-
+


ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 
 
სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ. დირექცია და პედაგოგები კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვებს დაახვედრონ უსაფრთხო, მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო, სადაც მათ განათლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
 
ტრადიციულად, წელსაც სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას სრულად მომზადებული შეხვდა. 
 
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს და წარმატებულ და ნაყოფიერ წელს უსურვებს. 
 
„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო
გილოცავთ, ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!
დღეიდან სკოლის ეზო და ოთახები კვლავ აივსება ჟრიამულით, ღიმილითა და ახალი იმედებით.
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომელთაც დღეს პირველად შეაღეს ცოდნის ტაძრის კარი და გადადგეს ნაბიჯი დიდ, საინტერესო სამყაროში! 
ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ:
ინტერესს ცოდნის მიმართ. ახალ აღმოჩენებსა და იდეებს.
დიდ წარმატებებსა და გამარჯვებებს.
ერთგულ მეგობრებსა და დაუვიწყარ სასკოლო მოგონებებს.
პედაგოგებს მადლობას ვუხდით შრომისა და სიყვარულისთვის, ხოლო მშობლებს - ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
დაე, ეს წელი ყოფილიყოს სიახლეებით, შემოქმედებითი ენერგიითა და სიხარულით სავსე! 
ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება