სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე კერესელიძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2026
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

საზეიმოდ დაირეკა 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარიც. სკოლაში მოსწავლეთა დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულად ახარებთ. 

წელსაც მომავალი თაობის დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერი დღეასწაულად ექციათ. 

სკოლის დირექტორი ალექსანდრე კერესელიძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო და მასწავლებლებო,

გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 15 სექტემბერი ყოველთვის განსაკუთრებული დღეა — ახალი მიზნების, ცოდნისა და დიდი შესაძლებლობების დასაწყისი.

მშობლებო, მადლობა ნდობისთვის. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

განსაკუთრებული სიყვარულითა და აღელვებით ვეგებებით ჩვენს ყველაზე პატარა წევრებს — პირველკლასელებს! მადლობა, რომ თქვენი შვილების მომავლისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები ჩვენს სკოლას დაუკავშირეთ. ვუსურვებთ მათ საინტერესო, მხიარულ და აღმოჩენებით სავსე სასკოლო ცხოვრებას“ ,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება