| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N79 საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერი ზეიმად ექციათ.
სკოლაში განთავსდა მრავალფეროვანი საზეიმო დეკორაციები, მოირთო და მოიკაზმა საკლასო ოთახები.
საზეიმო მიღებამ, ფერადმა საკლასო ოთახებმა, გულთბილმა მილოცვებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
დირექტორმა ეკატერინე აბრამიშვილმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის, მეგობრობისა და სასიამოვნო აღმოჩენების წელი უსურვეს.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს!
დაე, ყოველი დღე ახალი ცოდნის, მეგობრობისა და სასიამოვნო აღმოჩენების მომტანი ყოფილიყოს.
სიყვარულით თბილისის 79-ე საჯარო სკოლა“
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად