სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენმა შვილებმა ყოველგვარი მომზადებისა და რეპეტიტორების გარეშე უმაღლესი ქულები მოპოვეს“ - კურსდამთავრებულთა მშობლების მადლობა კერძო სკოლა „ლომისს“
15-09-2026
-
+


კერძო სკოლა „ლომისი“ მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. 

ტრადიციულად, წელსაც კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. 

შვილების მიღწევებისთვის „ლომისის“ კურსდამთავრებულთა მშობლები სკოლას მადლობას უხდიან. 

მშობლებმა სკოლის დირექტორს - თამარ ბარძიმაშვილსა და პედაგოგიურ გუნდს მადლობის წერილით მიმართეს.

მშობლები ხაზს უსვამენ იმ შრომასა და ამაგს, რასაც პედაგოგები მოსწავლეთა აღზრდა-განათლებაში დებენ და აღნიშნავენ, მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა და უნარები რეპეტიტორების დახმარების გარეშე სკოლაში მიიღეს.

„კერძო სკოლა „ლომისის“ დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს მოგმართავთ მშობელთა ჯგუფის სახელით.

გვსურს, ამ წერილით გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა და გულწრფელი მადლიერება იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელიც თქვენ ჩვენი შვილების განათლებასა და მომავალში ჩადეთ.

განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ყოველგვარი კერძო მომზადების, რეპეტიტორებისა და დამატებითი გაკვეთილების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ „ლომისში“ მიღებული ცოდნით, ეროვნულ გამოცდებზე შეძლეს უმაღლესი ქულების მოპოვება და ყველაზე კონკურენტულ ფაკულტეტებზე ჩარიცხვა. დღევანდელ რეალობაში, როდესაც დამკვიდრებულია აზრი, რომ დამატებითი მომზადების გარეშე მაღალი შედეგების მიღწევა შეუძლებელია, თქვენმა სკოლამ და მასწავლებლებმა საპირისპირო დაამტკიცეთ.

უდიდესი მადლობა, ქალბატონო თამარ, თქვენ, რომ სკოლა „ლომისში“ არსებული სასწავლო პროცესი და განათლების ხარისხი უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. პედაგოგებმა ფუნდამენტურ ცოდნასთან ერთად ბავშვებს დამოუკიდებლად სწავლისა და მიზნების მიღწევის უნარები განუვითარეს. ეს კი მათი წარმატებული მომავლის საწინდარია.

ვამაყობთ, რომ ჩვენი შვილები სკოლა „ლომისის“ კურსდამთავრებულები არიან!

გისურვებთ მრავალი განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდას.

სიყვარულითა და პატივისცემით, კურსდამთავრებულთა მშობლების ჯგუფი“,- ვკითხულობთ წერილში. 

მშობლები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები უმაღლეს ქულაზე რეპეტირორებთან მომზადების გარეშე, სკოლაში მიღებული ცოდნით მოიპოვეს.

„განსაკუთრებული სიამაყით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ყოველგვარი მომზადების, რეპეტიტორების და დამატებითი გაკვეთილების გარეშე მხოლოდ და მხოლოდ  „ლომისში“ მიღებული ცოდნით, ეროვნულ გამოცდებზე შეძლეს უმაღლესი ქულების მოპოვება და ყველაზე კონკურენტულ ფაკულტეტებზე ჩარიცხვა“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება