| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
15 სექტემბერს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა გიმნაზიელთა 36-ე თაობას შეეგება სიხარულითა და სიყვარულით.
მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად უქციეს. მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა მიღებამ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა ეს დღე პირველკლასელებისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ და ახალ გარემოს, თანაკლასელებსა და მასწავლებლებს ეცნობიან.
ტრადიციულად, 120-მდე პირველკლასელისთვის, მათი პედაგოგებისა და ოჯახის წევრებისთვის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სკოლის მოძღვარმა მამა დიმიტრი სარჯველაძემ აღავლინა პარაკლისი, დალოცა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პატარებს და მათ აღმზრდელებს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თბილი და მეგობრული გარემოს შექმნაზე სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა იზრუნა. სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ტექნიკურ პერსონალსა და დამლაგებლებს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება ტრადიციად არის ქცეული და ბავშვების მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად