სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა საზეიმო დახვედრა და ქუთაისის N21 სკოლის დირექტორის გულთბილი მილოცვა სასკოლო საზოგადოებას
15-09-2026
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს საზეიმოდ შეხვდა. 

პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ. მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა მიღებამ და ლამაზმა ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას მიულოცა სკოლის დირექტორმა რუსუდან ჭეიშვილმა და აღნიშნა, რომ 2026-2027 სასწავლო წელი იქნება ახალი გამოცდილების შეძენისა და სასიკეთო ცვლილებების დასაწყისი.

სკოლის დირექტორის განცხადებით, გასული სასწავლო წელი იყო სიახლეებით სავსე, სკოლის დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავდნენ სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე.

დირექტორი გასული წლის მთავარ მიღწევებად მრავალფეროვან და გააზრებულ სასწავლო პროცესს, ხარისხზე ორიენტირებულ მუშაობას, მასწავლებელთა პროფესიონალიზმსა და მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას ასახელებს და მოსწავლეებს ჰპირდება, რომ წელს სასწავლო პროცესი იქნება კიდევ საინტერესო, ნაყოფიერი და ამასთან სახალისო.

„გასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი აღსავსე სიახლეებით, ძიებით და უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნის სურვილით. ვაჯამებთ განვლილს, ვსახავთ სამომავლო საქმიანობის ორიენტირებს.

სკოლა საინტერესო, მრავალფეროვანი, გააზრებული სასწავლო პროცესით, განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული. ძლიერი, მიზანდასახული გუნდი, ინიციატივიანი, კრეატიული, მოტივატორი მასწავლებლები. ღია თანამშრომლობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა, აღიარება. მრავალმხრივად განვითარებული მოსწავლეები, მაღალი აქტივობა, თვითეფექტიანობის მაღალი განცდა. თანამშრომლობა, გუნდურობა, სიყვარული, მხარდაჭერა მშობლებისა. საზოგადოების ნდობა და პოზიტიური დამოკიდებულება-ასეთია 21-ე საჯარო სკოლა!

უდიდესი შრომით და პროფესიონალიზმით, ერთობლიობით მიღწეული შედეგი.

მადლობა, ჩვენო მშობლებო, რეგულარული ჩართულობისთვის თქვენი შვილების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისა და განვითარების პროცესში. სკოლის ორივე რგოლის ჩვეული გარჯით და რუდუნებით დავძლიეთ და დავძლევთ არაერთ პრობლემას სკოლაში, გვქონდა და გვექნება წარმატებები.

უამრავი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენო მასწავლებლებო. ნამდვილად ღირსეულად ემსახურებით საქმეს. არ იშურებთ ძალისხმევას, რათა აღზარდოთ განათლებული, მოაზროვნე თაობა, რომელიც შეძლებს სასიკეთო ცვლილებების მოხდენას. მუდმივად ცდილობთ არსებული სწავლა–სწავლების პროცესის დახვეწასა და გაუმჯობესებას.

15 სექტემბერს სკოლებში სწავლა იწყება.

ძვირფასო ბავშვებო! თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად, რადგან განათლება და განათლებული ახალგაზრდობა არის გზა საქართველოს წინსვლის და წარმატების უცილობო წინაპირობა.

გვეამაყებით, ჩვენო მოსწავლეებო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ!

ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ სკოლა! განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს პირველკლასელებს, ჩვენს სკოლაში შემოსაფრენად გამზადებულ იმედის მერცხლებს, რომლებიც ახალ ნაბიჯებს გადადგამენ ცოდნისაკენ მიმავალ გზაზე და გააგრძელებენ სკოლის ტრადიციებს.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მინდა მივულოცო კურსდამთავრებულებს,

გისურვებთ გონიერებას, სიბრძნეს, აღმოჩენების გზით სიარულს, სიახლეების წვდომას, ბედნიერ მომავალს!

გპირდებით, ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო სიალხეებით აღსავსე, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, დასაწყისი სასიკეთო ცვლილებების“,- ვკითხულობთ სკოლის დირექტორის რუსუდან ჭეიშვილის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გპირდებით, სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება