სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უშგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ 
15-09-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლა 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა. 

პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა მიღებამ და ლამაზმა ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო, განსაკუთრებით პირველკლასელები, თავიანთი უმანკო თვალებით ათვალიერებდნენ გარემოს და მათ მიმართ განსაკუთრებული მოპყრობით, გალამაზებული საკლასო ოთახით, სიყვარულით დახვედრით ბედნიერებით აღსავსეებმა შეაბიჯეს საკლასო ოთახში.

მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა სკოლის დირექტორმა, ნონა რატიანმა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პედაგოგები კი ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ და ლამაზად მორთულ საკლასო ოთახებში შეუძღვნენ. 

ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იქნება, ყოველთვის ემახსოვრებათ ის სითბო, რაც მათ სკოლაში დახვდათ.

ასე დაირეკა უშგულის საჯარო სკოლაში პირველი ზარი, ზარი განათლების, წარმატების და ცოდნის ტაძარში შესვლისა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება