სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო მოეწყობა 
09-09-2026
-
+


ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა. მათ შორისაა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლა.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გათვალისწინებულია სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განახლების დეტალური გეგმის მომზადება, რაც მოიცავს როგორც სრულ რეაბილიტაციას ასევე საჭიროების შემთხვევაში გამაგრების სამუშაოებს

პროექტების ფარგლებში მოწესრიგდება სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურა, განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები და ადაპტირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას - გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.

სკოლების რეაბილიტაციის შედეგად მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება