სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N96 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება დასკვნით ეტაპზეა
09-09-2026
-
+


თბილისის N96 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება დასასრულს უახლოვდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობისთვის საჭირო პროექტის საბოლოო დეტალებზე მუშაობს.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის განხორციელების პროცესში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე აქტიურად  არის ჩართული.

„ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი კახაბერ ლაბუჩიძის მხარდაჭერითა და ჩართულობით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სსიპ ქალაქ თბილისის N96 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტის ბოლო დეტალებზე მუშაობს.
სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი ახალი, თანამედროვე სკოლის მშენებლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ამასთან, კახაბერ ლაბუჩიძემ N96 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, სკოლის დირექტორ სუსანა შოშიაშვილთან ერთად, სკოლის ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორი კომპანიის - „უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენის“ საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი პროექტირების პროცესის ფარგლებში სკოლის ტერიტორიასა და მის მიმდებარე სივრცეში არსებული საინჟინრო ქსელების შესწავლა იყო. პროექტირების სამუშაოები კი უკვე დასკვნით ეტაპზეა.

„დღეს N96-ე საჯარო სკოლის დირექტორთან სუსანა შოშიაშვილთან ერთად სკოლის ტერიტორიაზე შევხვდით მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორი კომპანია ,,უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენის" საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლებს.
აღნიშნული შეხვედრა ემსახურებოდა პროექტირების ფარგლებში სკოლის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ არსებული საინჟინრო ქსელების გამოკვლევას.
უახლოეს პერიოდში პროექტის დასრულებისთანავე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს ტენდერს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობისთვის“,- ვკითხულობთ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ახალი სკოლის მშენებლობის დაწყებას N96 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები სულმოუთქმელად ელოდებიან.

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება