სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა ვანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სახელმწიფო უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ, ერთ-ერთი მათგანი კი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტია 
09-09-2026
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ. 

2026 წლის აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

ამასთან, ერთ-ერთი მათგანი სწავლას ოქსფორდის უნივერსიტეტში აგრძელებს, რაც გამორჩეულად საამაყო და სასიხარულოა.

სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და მოსწავლეთა მონდომება წარმატებით დაგვირგვინდა. კურსდამთავრებულებს სტუდენტობას დიდი სიყვარულით ულოცავენ და წარმატებულ ახალგაზრდებს სიამაყით წარმოგვიდგენენ:

ნიკოლოზ გოგიბერიძე - ოქსფორდის უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი;

მარიამ გუგუციძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ანასტასია ნამიჭეიშვილი - თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);

მარიამ ორმოცაძე  - თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ნანა ძიგრაშვილი - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი.

„უზომოდ გახარებულები და ამაყები ვართ - ჩვენმა 2026 წლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს და ჩაირიცხნენ იმ ფაკულტეტებზე, რომელიც მათთვის ყველაზე უფრო პრიორიტეტული და სასურველი იყო.

ეს გამარჯვება არის თქვენი დაუღალავი შრომის, მიზანსწრაფვისა და ჩვენი მასწავლებლების თავდადებული ძალისხმევის ერთობლივი დაფასება.

თქვენი წარმატება ჩვენი სკოლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო და შთაგონების წყაროა. გვჯერა, რომ მომავალშიც წარმატებით დაიცავთ ჩვენი სკოლის სახელს და დიდ წარმატებებს მიაღწევთ არჩეულ პროფესიაში.

მშობლიური სკოლა კი გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობას, უშრეტ ენერგიას და ახალი მწვერვალების წარმატებით დაპყრობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება