თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას
თბილისის N117 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს საინტერესო და ინოვაციურ სიახლეებს სთავაზობს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2026–2027 სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბები დაფუძნდება.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მეგობრებო, დიდი სიხარულით გიზიარებთ მნიშვნელოვან ამბავს!
საქართველოს მასშტაბით კონკურსის საფუძველზე შეირჩა 100 სკოლა, სადაც 2026–2027 სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბები დაფუძნდება. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ 100 სკოლას შორის არის ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც!
ამ შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენს სკოლაში შეიქმნება რობოტიკის კლუბი, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ:
- შეისწავლონ რობოტიკის საფუძვლები;
- ისწავლონ პროგრამირება;
- შექმნან საკუთარი პროექტები;
- მონაწილეობა მიიღონ კონკურსებსა და ოლიმპიადებში;
- განივითარონ ლოგიკური, შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარები.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, რომ კონკურსის შედეგად შერჩეულ პედაგოგებს შორის მოხვდა ჩვენი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ეკატერინე ჩხაიძე, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენს სკოლაში განახორციელოს.
სექტემბრიდან ეკა მასწავლებელთან ერთად დაიწყებთ საინტერესო მოგზაურობას რობოტიკის სამყაროში! დარწმუნებული ვართ, წინ უამრავი აღმოჩენა, ახალი ცოდნა, წარმატება და დაუვიწყარი გამოცდილება გელოდებათ!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მსურველებისთვის!
უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება რობოტიკის კლუბში რეგისტრაციის ბმული მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის.
იყავით ყურადღებით! რობოტიკის კლუბში სწავლა სრულიად უფასოა, ხოლო ჯგუფში მოხვედრას შეძლებს პირველი 20 დარეგისტრირებული მოსწავლე.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ — ოთხშაბათს;
მეხუთე გაკვეთილის შემდეგ.
მეცადინეობის ხანგრძლივობა — 1 საათი.
დაელოდეთ სარეგისტრაციო ბმულს და არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გახდეთ ჩვენი რობოტიკის კლუბის წევრი!
გილოცავთ ყველას ამ დიდ წარმატებას! ერთად შევქმნათ მომავლის ტექნოლოგიები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფრომაციაში.