სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვფიცავ, მიყვარდეს ჩემი სკოლის ყველა მოსწავლე“... - მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნელი ტერტერაშვილმა პედაგოგის პროფესიას ფიცი მიუძღვნა
17-08-2026
-
+


განათლება არის ხიდი დღევანდელობასა და საუკეთესო ხვალინდელ დღეს შორის, ამ ხიდის მთავარი შემოქმედნი კი პედაგოგები არიან. ​მასწავლებლობა ხომ გულისხმიერების, მოთმინებისა და უსაზღვრო ერთგულების გზაა - პროფესია, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის, მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნელი ტერტერაშვილმა ფიცი მიუძღვნა, გააერთიანა ყველა პრინციპი, რომელსაც ამაგდარი პედაგოგები წლებია ერთგულად ემსახურებიან და სურვილი გამოთქვა, ფიცის დადების ცერემონია ერთგვარ ლამაზ ტრადიციად დამკვიდრდეს სკოლებში. 

„კოლეგებო, ჩვენი პროფესია მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის - ეს პასუხისმგებლობა, მისია და მომავალი თაობების წინაშე აღებული ვალდებულებაა. სწორედ ამიტომ, ჩემი დიდი სურვილია, მასწავლებლის პროფესიაში დავამკვიდროთ მასწავლებლის ფიცი, რომელსაც ახალი მასწავლებელი დადებს და რომელიც სასკოლო კულტურისა და მასწავლებლის მიღების რიტუალის ღირსეულ ნაწილად იქცევა. ფიცის ტექსტი მე შევადგინე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს დიდ პროფესიულ ოჯახში უამრავი ნიჭიერი, მოაზროვნე და გამოცდილებით მდიდარი ადამიანია. ამიტომ თქვენი აზრი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ დაამატოთ, შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ ტექსტი. მინდა, თითოეულმა სკოლამ ეს ინიციატივა საკუთარ ღირებულებებს, მისიასა და ხედვას მოარგოს. მთავარი კი ისაა, რომ, თუ ეს იდეა თქვენთვისაც მისაღებია, ერთად დავნერგოთ ჩვენს პროფესიაში მასწავლებლის ფიცი, როგორც ღირსების, პასუხისმგებლობისა და პროფესიისადმი ერთგულების სიმბოლო. თუ ეს იდეა, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, გთხოვთ, გააზიაროთ. ერთად დავამკვიდროთ მასწავლებლის ფიცი ჩვენს პროფესიაში“,- მიმართავს დირექტორი პედაგოგებს და მასწავლებლის ფიცს გვიზიარებს. 

                                                             მასწავლებლის ფიცი

ვიღებ რა, ჩემს თავზე ამ მეტად საპასუხისმგებლო და რთულ მისიას, ვიყო მასწავლებელი

                                                                      ვ ფ ი ც ა ვ

  • მიყვარდეს ჩემი სკოლის ყველა მოსწავლე, მთელი სულით და გულით, თავისი გამოწვევებითა და ძლიერი მხარეებით, სარწმუნოებითა და მრწამსით;
  • მივიღო ისეთები, როგორებიც არიან. ვიზრუნო მათ გონებრივ განვითარებასა და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე;
  • გავუღვივო ინტერესი საყვარელი საგნის მიმართ;
  • შევეცადო, მოვიპოვო მათი ნდობა, გავხდე მათი საიმედო დასაყრდენი და მეგობარი;
  • მტკიოდეს მათი ტკივილი, მიხაროდეს მათი სიხარული და წარმატება. ვიზიარებდე მათ მარცხს და ვამაყობდე მათი მიღწევებით.
  • მივიღო მონაწილეობა მათი ცნობიერების ამაღლებაში, სამშობლოს სიყვარულის გაღვივებასა და იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რომელიც ეროვნულ ტრადიციებს და ერის თვითმყოფადობას ეფუძნება.
  • ვეცდები, გარკვეული წვლილი შევიტანო იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც მომავალში, მათ პიროვნულ და პროფესიულ წინსვლას განაპირობებს

                                                                                                                                                                         პატივისცემით,

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ
მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელი
ნელი ტერტერაშვილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება