სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დმანისის N2 სკოლის მე-4 კლასელთა დაუვიწყარი გამოსაშვები ღონისძიება და ემოციური გამომშვიდობება დამრიგებელთან
13-08-2026
-
+


დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის პირველი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მოსწავლეებმა ამ ოთხი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები შეაჯამეს და პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ. 

ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა. ეს დღე განსაკუთრებული და ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და, რაღა თქმა უნდა, დამრიგებლისთვის, რომელმაც ბავშვებს ცოდნის სამყაროში მეგზურობა ამ ოთხი წლის მანძილზე გაუწია. 

მე-4 კლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს - წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე შეიძინეს.

„და აი, პირველი საფეხურიც დაძლეულია! წარმატებული და ემოციური მეოთხე კლასის გამოსაშვები ზეიმი.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საუკეთესო დამრიგებელს, ირმა მაღრაძეს, რომელიც ამ დღესაც და მთელი ამ წლების განმავლობაშიც გზას უნათებდა ჩვენს შვილებს. იამაყეთ თქვენი მოსწავლეებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ვიდეოს გვიზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება