სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოზურგეთის ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობდნენ
10-08-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოზურგეთის 2026  წლის ახალგაზრდულ ფესტივალში აქტიურად ჩაერთნენ. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში სპორტული ტურნირები ჩატარდა ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში. ჭადრაკის შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ალეკო ფუტკარაძე და მესამეკლასელი გიგა პაპიძე.

მათ სპორტის ამ სახეობაში პირველი ნაბიჯები გადადგეს, მიიღეს ახალი გამოცდილება, გაეცნენ სპეციალისტების რჩევებს, თანატოლებსა და სხვა მონაწილეებს.

მაგიდის ჩოგბურთში იასპარეზა მეთორმეტე კლასის მოსწავლემ, ლუკა დავითაძემ, რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. წარმატებული გამოსვლისთვის იგი მედლით დაჯილდოვდა.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებულ მონაწილეობას ულოცავს და მათ მომავალშიც მსგავს პროექტებსა და ახალგაზრდულ ინიციატივეში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ვულოცავთ ჩვენ მოსწავლეებს წარმატებულ მონაწილეობა და ვუსურვებთ კვლავ აქტიურ ჩართულობას ასეთ საინტერესო და სასარგებლო პროექტებში, რაც მათთვის ახალი შესაძლებლობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მართლაც „ოზურგეთის ახალგაზრდული ფესტივალი 2026“ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობებისა და გამოცდილების საინტერესო სივრცე გახდა. სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და პროექტის მენეჯერს, ავთო ხომერიკს, საინტერესო და მნიშვნელოვანი დღის ორგანიზებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება