სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წნორის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა დაუვიწყარი „ბოლო ზარი“ 
30-07-2026
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის ​XIIა კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და დამრიგებელმა - იზა ბულაშვილმა 22-24 მაისს ბაკურიანში დაუვიწყარი დღეები გაატარეს, სადაც მოსწავლეებმა სკოლის დამათავრება აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თამაზ ხორბალაძემ და მისმა გუნდმა, რომელთაც კურსდამთავრებულებსა და მათ ოჯახებს თბილი მასპინძლობა, მხარდაჭერა და კომფორტული გარემო შეუქმნეს.

პედაგოგ იზა ბულაშვილის შეფასებით, ეს დღეები ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

ის განსაკუთრებულ მადლობას უხდის თამაზ ხორბალაძეს ყურადღებისთვის, პატივისცემისა და ხელშეწყობისთვის, რომლის წყალობითაც მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება ღირსეულად და ემოციურ გარემოში იზეიმეს.

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის, რაც ჩვენს მიმართ გამოიჩინეთ 22, 23, 24 მაისს. რათა დაუვიწყარი დღეები გეჩუქებინათ ბავშვებისთვის და წნორის პირველი საჯარო სკოლის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოს ბრწყინვალედ აღსანიშნავად.

მთელი სული და გული ჩადეთ რომ ასე ლამაზად გამომშვიდობებოდნენ ბავშვები ერთმანეთს.

დიდებულად გამოვიდა ყველაფერი. თქვენი გუნდის, თქვენი და თქვენს მიერ სასტუმროში შექმნილი არაჩვეულებრივი გარემოს წყალობით.

უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით წნორის პირველი საჯარო სკოლა XIIა კლასის მოსწავლეები, მშობლები, დამრიგებელ იზა ბულაშვილთან ერთად.

უფალმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ

ყველა კეთილ საქმეში“,- წერს პედაგოგი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება