სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 სკოლის მოსწავლე გია კვაშილავამ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
30-07-2026
-
+


აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში მოსწავლის საერთაშორისო აკადემიური წარმატებით ხარობენ. 

ქიმიის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე გია კვაშილავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადა ჩატარდა ქალაქ ტაშკენტში, უზბეკეთში. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 363 მონაწილე, მსოფლიოს 96 ქვეყნიდან.

საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნაკრების მომზადება მიმდინარეობა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. გუნდს ამზადებდნენ მენტორები: ელიზბარ ელიზბარაშვილი (ლიდერი), ვახტანგ კურცხალია (თანალიდერი), თინათინ ბუთხუზი და სოფიკო ფაცაცია. ასევე მეცადინეობებში აქტიურად იყვნენ ჩართული გასული წლების მედალოსნები ილია დოკაძე (ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული) და ანანო აბულაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება