სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N36 სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტში, ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ
30-07-2026
-
+


თბილისის N36 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიზნით კი არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

მათ შორის, პროფორიენტაციის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დაესწრნენ ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას.

პროფესორებმა - ქეთევან ხუციშვილმა და როზეტა გუჯეჯიანმა მოსწავლეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის შესახებ, ასევე მოკლედ მიმოიხილეს საქართველოს ეთნოლოგია, რაც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

ასევე, მე-10 ა კლასის მოსწავლეებმა შეავსეს პროფორიენტაციის სფეროში ყველაზე პოპულარული და აპრობირებული ინსტრუმენტი - ჰოლანდის თვითსაკვლევი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება თვითშეფასების საფუძველზე მათი უნარების და პროფესიული ინტერესების გამოკვეთაში, ასევე ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას შესაფერისი პროფესიების შესახებ.

თვითსაკვლევის შედეგები მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გააანალიზეს.

გასვლით ღონისძიებას პედაგოგი ნინო ლევერაშვილი ხელმძღვანელობდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება