| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ეს დღე განსაკუთრებული ემოციებითა და თბილი მოგონებებით იყო სავსე.
სპეთის საბაზო სკოლამ წელს კიდევ ერთი ღირსეული თაობა დააფრთიანა. ორი კლასი ერთად დაემშვიდობა საბაზო საფეხურს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და ბედნიერი მომავალი უსურვეს.
ღონისძიება მრავალფეროვანი და სახალისო პროგრამით წარიმართა. მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და დაუვიწყარი მოგონებები, მადლობა გადაუხადეს დირექციასა და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის. მოსწავლეთა თეთრი პერანგები დღის ბოლოს კეთილი სურვილებით აჭრელდა. ამ დღემ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა.
იხილეთ ფოტო-ვიდემასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად