| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში - „გაეროს მოდელირება“ წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები წარმოაჩინეს.
პროექტში სკოლას ელენე დიასამიძე, ანა იაკობაძე, მარიკა შაინიძე, მერაბ ღლონტი და დავით სურმანიძე წარმოადგენდნენ. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ყველა დაგეგმილ აქტივობაში, გამოავლინეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები.
მათ წარმატებით გაართვეს თავი პროექტის ფარგლებში დასახულ ამოცანებს და მონაწილეობისთვის სამახსოვრო სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ დებატების, ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა 18 ივნისს, ოზურგეთში გამართულ გაეროს მოდელირების პროექტში მიიღეს მონაწილეობა.
მათ ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები, აქტიურად ჩაერთნენ დაგეგმილ აქტივობებში, გამოავლინეს პასუხისმგებლობა, თანამშრომლობისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. თავდაჯერებულად გაართვეს თავი პროექტის ფარგლებში დასახულ ამოცანებს და მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებითა და საჩუქრებით.
მსგავს პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განიხილონ საკითხები სხვადასხვა პოზიციიდან, შეაფასონ პრობლემები კრიტიკული თვალსაზრისით, განივითარონ დებატებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ საინტერესო, შემოქმედებით და წარმატებულ ნაბიჯს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად