სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ლაითურის საჯარო სკოლასთან არსებული ცეკვის ანსამბლი „ქართველო“ ბულგარეთში გამართული საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებით დაბრუნდა
29-07-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლასთან არსებული ცეკვის ანსამბლი „ქართველო“ სამშობლოში საერთაშორისო წარმატებით დაბრუნდა.

ანსამბლმა, რომელსაც ქორეოგრაფები ბაჩო ჯინჭარაძე და ანი ჯილანძე ხელმძღვანელობენ, ბულგარეთის ქალაქ ნესებრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე - „მზე, სიხარული და სილამაზე“ პირველი ადგილი მოიპოვა.

ანსამბლი ფესტივალზე მიწვევით იმყოფებოდა. ფესტივალზე მსოფლიოს შვიდი ქვეყნის ბავშვთა ქორეოგრაფიული კოლექტივები იყვნენ წარმოდგენილნი.

ახალგაზრდა მოცეკვავეებმა ქართული ხალხური ცეკვები შთამბეჭდავად შეასრულეს, ეროვნული კულტურა საერთაშორისო სცენაზე წარმატებით წარმოაჩინეს და ჟიურის მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს. ფესტივალის შედეგებით, ანსამბლი „ქართველო“ გამარჯვებულად დასახელდა.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითი წარმატება და მათ წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„დიდი სიხარულით და სიამაყით ვულოცავთ ჩვენს სკოლასთან არსებულ ცეკვის ანსამბლ „ქართველოს“ (ქორეოგრაფები -ბაჩო ჯინჭარაძე და ანი ჯილანძე) საოცარ წარმატებას!

ანსამბლი მიწვევით, საგასტროლო ტურნეთი იმყოფებოდა ბულგარეთის ულამაზეს ქალაქ ნესებრში, საერთაშორისო ფესტივალზე - „მზე, სიხარული და სილამაზე“, სადაც შვიდი ქვეყნის ბავშვთა ანსამბლი მონაწილეობდა. ჩვენმა ნიჭიერმა გოგო-ბიჭებმა ქართული ცეკვის მადლი, ენერგია და კულტურა ღირსეულად წარადგინეს, მაყურებლისა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს და სამშობლოში დამსახურებული პირველი ადგილით დაბრუნდნენ!

ეს გამარჯვება არის მათი შრომის, ნიჭის, სიყვარულისა და თავდადების შედეგი. მადლობა თითოეულ მოცეკვავეს, პედაგოგებს ბაჩოსა და ანის, მშობლებს და ყველა ადამიანს, ვინც ამ წარმატების გზაზე მათ გვერდით დგას.

გილოცავთ, „ქართველო“, გისურვებთ კიდევ უამრავ გამარჯვებას, ახალ წარმატებებს და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ თქვენი ლამაზი ცეკვით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება