სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგებმა რეგიონულ საგანმანათლებლო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
29-07-2026
-
+


21 ივნისს, ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები - ნანა გულუა და ნათია გიორგაძე მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ორგანიზატორი „საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია“ (GNAEB) იყო. ღონისძიება თემას - „არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ - მიეძღვნა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეკრებილ პედაგოგებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების განხილვის შესაძლებლობა მისცა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ. სკოლის ადმინისტრაცია ნანა გულუასა და ნათია გიორგაძეს ულოცავს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს და აღნიშნავს, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვა სკოლის პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა - ნანა გულუამ და ნათია გიორგაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაში, სადაც კოლეგებთან ერთად განიხილეს ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა:

არაფორმალური მიდგომების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში; მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და 21-ე საუკუნის უნარების განვითარება;

ტექნოლოგიები, AI (ხელოვნური ინტელექტი) და სწავლების ინოვაციური მეთოდები.

კონფერენცია საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდა გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული წინსვლისთვის. საინტერესო შეხვედრებისა და დისკუსიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.

ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს და მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ! ჩვენი სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება