სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის N5 სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ცოტნე გვაჯაია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2026 წლის საუკეთესო ათეულშია
29-07-2026
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მასწავლებელი ცოტნე გვაჯაია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვდა. ის სკოლაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლის. 

სკოლისთვის ცოტნე გვაჯაიას წარმატება საამაყოა. დირექცია და პედაგოგები მას აღიარებას ულოცავენ და გამარჯვებას უსურვებენ. 

„ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროს მასწავლებელს, ბატონ ცოტნე გვაჯაიას, სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ „განათლების ფორუმზე“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2026 წლის საუკეთესო ათეულში მოხვედრას.
 
ეს მნიშვნელოვანი აღიარება წარმოადგენს პროფესიული კომპეტენციის, ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების და განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მაღალ შეფასებას.
 
ბატონი ცოტნე ერთგულად ემსახურება განათლებას. თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად ინტეგრირებას სასწავლო პროცესში და მოსწავლეებში XXI საუკუნის უნარების განვითარებას. მისი საქმიანობა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, შემოქმედებითი მიდგომებითა და მუდმივი სწრაფვით ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისკენ. 
 
ჩვენთვის განსაკუთრებული საამაყოა, რომ ეს წარმატება არა მხოლოდ პირადი პროფესიული მიღწევაა, არამედ ჩვენი სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის, ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემოსა და განათლებისადმი ერთგულების მნიშვნელოვანი აღიარებაცაა.
 
ვულოცავთ ბატონ ცოტნეს ამ ღირსეულ წარმატებას და ვუსურვებთ გამარჯვებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მომდევნო ეტაპებზე, ახალ პროფესიულ მიღწევებსა და მრავალ წარმატებულ ინიციატივას საქართველოს განათლების განვითარების საქმეში.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება