სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოღოხაშის საჯარო სკოლის პედაგოგ ნატა გელიტაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტია
29-07-2026
-
+


ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელის - ნატა გელიტაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი გუნდი - TERRA TECH „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2026“-ის ნახევარფინალისტთა შორის მოხვდა.

გუნდი კონკურსზე ინოვაციური პროექტით AquaTerra Bot წარდგა, რომელიც გარემოში პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისა და დაბინძურების შემცირებისკენაა მიმართული. გუნდის ინსტრუქტორია ნოღოხაშის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნატა გელიტაშვილი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „STEAM განათლების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული და გადამზადებული პედაგოგია. მან წარმატებით გაიარა შერჩევის ეტაპი, მონაწილეობა მიიღო STEAM საგანმანათლებლო ბანაკში და ქვეპროგრამის ფარგლებში უწყვეტ პროფესიულ და მეთოდურ მხარდაჭერას იღებს.

გუნდის შემადგენლობაში არიან:

  • ნანა კუპრეიშვილი - სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე; STEAM კლუბის წევრი;
  • ანდრია გუგუნავა - წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, X კლასის მოსწავლე;
  • ლუკა ჯალაღონია - წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, X კლასის მოსწავლე;
  • ნინი სულამანიძე - ქალაქ ბათუმის ქართულ-ამერიკული აკადემია "პროგრესის" IX კლასის მოსწავლე.
  • პროექტის მენტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს STEAM მიმართულების ექსპერტი ტოლია (უტა) კილასონია.

AquaTerra Bot წარმოადგენს ენერგოეფექტურ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ რობოტს, რომელსაც შეუძლია გადაადგილება როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. კამერისა და AI ტექნოლოგიის გამოყენებით იგი ავტომატურად ამოიცნობს პლასტმასის ნარჩენებს, აგროვებს მათ სპეციალურ კონტეინერში და დამოუკიდებლად ბრუნდება საბაზო სადგურში დასამუხტად ან დასაცლელად. პროექტის ნაწილია ასევე მობილური აპლიკაცია AquaTerra App, რომელიც აგროვებს მონაცემებს და დაბინძურების ყველაზე პრობლემურ ზონებს ავლენს.

პროექტი წარმოდგენილია „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2026“-ზე, რომელსაც „ათასწლეულის ფონდი“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს „STEAM განათლების“ ქვეპროგრამა ფინალისტი გუნდების პროექტებისა და პროტოტიპების დაფინანსებასა და სასაჩუქრე ნაკრებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება