სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე თინათინ მიგინეიშვილი „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა
29-07-2026
-
+


 

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე თინათინ მიგინეიშვილი „გაეროს მოდელირების“ რეგიონული ეტაპის რვა საუკეთესო დელეგატს შორის დასახელდა.

პროექტი - „გაეროს მოდელირება“ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინიციატივითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე მათი აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტში აბაშის მუნიციპალიტეტიდან 19 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მუშაობდნენ თემატურ კომიტეტებსა და გენერალურ ასამბლეაში, სადაც დელეგატების როლში საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები განიხილეს, იმსჯელეს სხვადასხვა გამოწვევაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. რეგიონული ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდა რვა საუკეთესო დელეგატი, რომელთა შორისაც ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე თინათინ მიგინეიშვილი მოხვდა.

სკოლის დირექცია ულოცავს თინათინს წარმატებას, უსურვებს მომავალშიც არაერთ გამარჯვებასა და მნიშვნელოვან მიღწევებს.

„რეგიონული ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდა 8 საუკეთესო დელეგატი. სასიხარულოა, რომ მათ შორის მოხვდა აბაშის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე თინათინ მიგინეიშვილი.ვულოცავთ თინათინს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ შესაძლებლობებსა და მიღწევებს!“- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება