| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბ „მწვანე თაობა“. კლუბის წევრები ნაყოფიერ ეკოსაქმიანობას ეწევიან, წელს კი აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, რომლის ფარგებში არაერთი ეკოაქტივობა განახორციელეს. მათი შრომა და მონდომება კი კონკურსის ფარგლებში აღინიშნა.
„მწვანე მომავალი იწყება იმ ახალგაზრდებით, რომლებიც დღეს ბუნებაზე ზრუნვას საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დიდი სიყვარულით ულოცავენ ეკოკლუბ „მწვანე თაობის“ მორიგ წარმატებას.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026“-ის ფარგლებში, ოზურგეთის ტექნოპარკში გამართულ ნახევარფინალურ ეტაპზე „მწვანე თაობამ“ ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი საქმიანობა.
გურიისა და აჭარის რეგიონებიდან კონკურსში რეგისტრირებული დაახლოებით 60 ეკოკლუბიდან ნახევარფინალში მხოლოდ 19 საუკეთესო გუნდი გადავიდა. მათ შორის ღირსეული ადგილი დაიკავა დაბა ლაითურის ეკოკლუბმაც, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობებით, შრომითა და მიზანმიმართული მუშაობით მოიპოვა ეს წარმატება.
ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ, რომლის დამაჯერებელმა პრეზენტაციამ ჟიურის მაღალი შეფასება და გულწრფელი კომპლიმენტები დაიმსახურა.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცოდნა, პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვა საუკეთესო შედეგებს იძლევა.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ეკოკლუბ „მწვანე თაობას“, მის წევრებსა და ხელმძღვანელს დალი კილაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.გვჯერა, რომ მათი მონდომება, შემოქმედებითი ხედვა და აქტიურობა მომავალშიც არაერთ სასიკეთო საქმეს მოემსახურება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად