სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N13 სკოლის წარმომადგენლები საერთაშორისო გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, ბულგარეთში იმყოფებოდნენ 
28-07-2026
-
+


ქუთაისის N13 საჯარო სკოლის წარმომადგენლები, პროექტის -„ტრანსნაციონალური თანამშრომლობა ნარჩენების მდგრადი მართვისა და გადამუშავების პრაქტიკისთვის შავი ზღვის აუზში“ - ფარგლებში, პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბულგარეთში იმყოფებოდნენ. 

5-8 ივლისს ბულგარეთში, კერძოდ ბურგასის ოლქის სოზოპოლის თემის განათლების, მეცნიერების, კრეატიულობის, გადამუშავებისა და კლიმატის ადაპტაციის მუნიციპალურ ცენტრ ჩერნომორეცში გაიმართა პროექტის - „ტრანსნაციონალური თანამშრომლობა ნარჩენების მდგრადი მართვისა და გადამუშავების პრაქტიკისთვის შავი ზღვის აუზში“ ფარგლებში შეხვედრები, რომელებშიც მონაწილეობდნენ ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის და საქართველოს წარმომადგენლები.

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. პროექტში ჩართულია სამხრეთ ედირნეს (თურქეთი) მყარი ნარჩენების გაერთიანება, ასოცოაცია „ტექნოპოლ გალაცი“ (რუმინეთი), სოზოპოლის მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი) და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

ქართულ დელეგაციაში იყვნენ ორგანიზაცია „სპექტრის“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქალაქ ქუთაისის სამი საჯარო სკოლის - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2, ქუთაისის N13 და ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლების წარმომადგენლები. 

როგორც ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრებზე ძირითადად მიმდინარეობდა წარმატებული პრაქტიკების გაზიარება და კონტაქტების დამყარება.

„მადლობას ვუხდით ორგანიზაცია „სპექტრს“ და პირადად ქალბატონ ქეთევან ცხაკაიას საინტერესო შესაძლებლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება