სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შექმნილი „წითელი წიგნი“ და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო პროექტი
28-07-2026
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი ნაყოფიერად წარიმართა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. პედაგოგები კი მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, შედეგად წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. 

მათ შორის მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა პროექტებით სწავლება. 

Vl კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელეს პროექტი საქართველოში გადაშენების პირას მყოფ ცხოველებსა და მცენარეებზე.

პროექტს მიზანი იყო მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

პროექტზე მუშაობისას გაანალიზეს და იმსჯელეს მათი პოპულაციის შემცირების გამომწვევ მიზეზებზე. გააცნობიერეს საკუთარი პასუხისმგებლობა ეკოსისტემის შენარჩუნებაში.

მიღებული ცოდნის საფუძველზე შექმნეს „წითელი წიგნი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას, პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, კრიტიკულ და შემოქმედებით უნარის განვითარებას.

პროექტს მასწავლებელი თეა ჯგერენაია ხელმძღვანელობდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება