| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაფხულის არდადეგები, არა მხოლოდ დასვენების, არამედ ახალი აღმოჩენებისა და თბილი შეხვედრების შესანიშნავი დროა. სწორედ ამიტომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელ ლიუბოვ დემინოვასთან ერთად, გადაწყვიტეს ზაფხულის ერთ-ერთი დღე ნაყოფიერად გაეტარებინათ. მათ მშობლიური მხარის ულამაზეს გარემოში საინტერესო საფეხმავლო ექსკურსია მოაწყვეს.
ამ ლაშქრობის მთავარი მიზანი ჯავახეთის უნიკალური ბუნების ახლოს გაცნობა, ადგილობრივი ფლორის შესწავლა და გარემოზე ზრუნვის უნარების განვითარება იყო.
„მწვანე ბორცვებზე სეირნობამ, ვერცხლისფერ ვაციწვერებსა და ველურ ყვავილებს შორის, ბავშვებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა. მოსწავლეებმა დიდი სიამოვნებით შეაგროვეს ველური ყვავილების თაიგულები, ისუნთქეს სუფთა ჰაერით და მეგობრულ ატმოსფეროში იურთიერთეს“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ რომ ამ დღემ მეშვიდეკლასელებს საშუალება მისცა კიდევ უფრო გამყარებულიყო მათი მეგობრობა, დაეგროვებინათ ენერგია ღია ცის ქვეშ და ახლებურად დაენახათ მშობლიური მიწის სილამაზე.
„გულწრფელ მადლობას ვუხდით ლიუბოვ დემინოვას ასეთი შესანიშნავი, შემეცნებითი და სულიერი საზაფხულო გასეირნების ორგანიზებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად