სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუაგორას საჯარო სკოლაში რობოტიკის კლუბი გაიხსნება - პედაგოგმა თამარ თევზაძემ მომზადების კურსი გაიარა 
29-07-2026
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თამარ თევზაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებულ მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკში გადამზადდა. სამომავლოდ კი ის რობოტიკის კლუბს უხელმძღვანელებს. 

რობოტიკის კლუბი სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება.

დაწყებითი საფეხურის კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან რობოტების აწყობასა და პროგრამირებას,განივითარებენ ლოგიკურ, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი საქმიანობის უნარებს, მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ მომავალ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და „STEAM განათლების“ გუნდის მიერ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება პროექტი „რობოტიკა სკოლებში“ კონკურსის ფარგლებში, ჩატარებული კომპლექსური ტესტირების შედეგების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 100 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თამარ თევზაძე. ფინალში წარმატებით გადასვლის შემდეგ თამარ მასწავლებელმა გაიარა ხუთდღიანდღიანი მომზადების კურსი ყვარლის საგანმანათლებლო ბანაკში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების, რობოტიკისა და STEAM განათლების მიმართულებით გაიღრმავა ცოდნა და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება. პროექტი ითვალსწინებს დაწყებით საფეხურზე რობოტიკის კლუბის ჩამოყალიბებასა და კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ტექნოლოგიური ინვენტარით, მატერიალური ბაზითა და უახლესი რობოტექნიკით აღჭურვას. ეს საქმიანობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოსწავლეებისთვის STEAM განათლების ხელმისაწვდომობისა და ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცის შექმნის გზაზე. რობოტიკა არის წამყვანი ინოვაციური სფერო, რომელიც ბავშვებს ეხმარება ტექნოლოგიური და სამეცნიერო უნარების განვითარებაში. ადრეული ასაკიდან რობოტიკის შესწავლა კი ხელს შეუწყობს ბავშვებში ლოგიკური, კრიტიკული და ანლიტიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრის უნარისა და ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავებას.

 წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს განსაკუთრებული შესაძლებლობების ახალგაზრდა, ენერგიულ, ენთუზიაზმით სავსე თამარ მასწავლებელს, გვჯერა,მისი ძალისხმევა და მონდომება ბევრ მოზარდს გაუკვალავს გზას ტექნოლოგიების სამყაროში.

მადლობა გვინდა, გადავუხადოთ განათლების სამინისტროსა და STEAM გუნდს შესანიშნავი პროექტის განხორციელებისა და შესაძლებლობებისათვის, მოვუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე.

მადლობა შესანიშნავ ტრენერებს საინტერესო და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის

ვულოცავთ, ჩვენს სკოლასა და თამარ მასწავლებელს ამ დიდ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება