სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი ექსკურსიით ყაზბეგს სტუმრობდნენ
28-07-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  ყაზბეგში შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. ტურის მიზანი მოსწავლეებისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, ცოდნის გაღრმავება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება იყო.

მონაწილეებმა მოინახულეს ყაზბეგის ღირსშესანიშნაობები, დატკბნენ ხევის ულამაზესი ბუნებითა და მყინვარწვერის შთამბეჭდავი ხედებით. მოგზაურობა მრავალფეროვანი აღმოჩენებით და სასიამოვნო თავგადასავლებით გამოირჩეოდა, რამაც მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

ექსკურსიის ხელმძღვანელი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სკოლის დირექტორს - ზაურ გოლეთიანს მხარდაჭერისა და მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობისთვის.

„საკლასო ოთახიდან-დიდ სამყაროში! 

ჩვენი თავგადასავალი ხევი შედგა.

ამბობენ, ხევი ადამიანს სულ სხვა სიმაღლიდან აჩვენებს სამყაროსო...ჩვენი ექსკურსია ყაზბეგში სწორედ ასეთი აღმოჩნდა! -აღმოᲩენებით, ისტორიითა და საოცარი თავგადასავლებით სავსე!

ულამაზესი ხედები!

მყინვარწვერის ფონზე გატარებული საუკეთესო წუთები!

ყაზბეგის მწვერვალებივით მაღალი განწყობა და უსაზღვრო ემოციები!

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ ზაურ გოლეთიანს! ნამდვილად დასაფასებელია ,რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით დგახართ და მუდმივად მხარს გვიჭერთ.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას თანამშრომლებსა და მშობლებს იმ ერთთიანობისთვის და პოზიტივისთვის რაც ამ დღეს გვქონდა! 

ვამაყობ ჩემი სკოლის მოსწავლეებით, რომლებმაც კიდევ ერთი ულამაზესი გვერდი ჩაწერეს ჩვენი სკოლის ისტორიაში!

წინ კიდევ ბევრი საინტერესო მარშრუტი გველოდება!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება