სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ციფრული გონება, რეალური შესაძლებლობები“ - პიპილეთის საჯარო სკოლაში საერთაშორისო პროექტი წარმატებით დასრულდა
28-07-2026
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში. eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. 

მათ შორის, სკოლაში წარმატებით დასრულდა საკმაოდ საინტერესო საერთაშორისო პროექტი - „Digital Mind, Real Opportunities/ ციფრული გონება, რეალური შესაძლებლობები“ . რომელიც 2026 წლის 1 მაისიდან 8 ივლისის ჩათვლით ხორციელდებოდა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული ონის მუნიციპალიტეტის პიპილეთის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები: მარიამ გოგლიძე, ანანო ძაძამია, ნინი გობეჯიშვილი და რეზი მახალდიანი.

პროექტს ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ფხაკაძე. პროექტის ავტორი (ფოუნდერი) გახლდათ ინგლისური ენის მასწავლებელი რიმა კუპრეიშვილი (საქართველო/სენაკი), ხოლო თანაავტორი  ოანა კრაჩიუნესკუ (რუმინეთი). სამუშაო ენა იყო ინგლისური და მონაწილეობდნენ საქართველოს, რუმინეთის , თურქეთის 9 საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების 47 მოსწავლე და 9 მასწავლებელი.

პროექტის ფარგლებში უცხოელ მოსწავლეებთან ერთად განხორციელდა არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა: პარტნიორი მოსწავლეების და მასწავლებლების, საკუთარი ქვეყნის/ ქალაქის / სკოლის წარდგენა/გაცნობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს და როგორ მონაწილეობს ჩვენს ცხოვრებაში, გაიუმჯობესეს ძირითადი უნარები, რომლებიც მუდმივად საჭიროა თანამედროვე სასკოლო/ საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.

შეიქმნა პროექტის შესავალი ვიდეო; მოსწავლეებმა AI-ის დახმარებით კომიქსებში წარმოადგინეს ისტორია AI–სთან დაკავშირებით და ამ ამბავზე დაყრდნობით შესაბამისი სურათები, გააკეთეს პრეზენტაცია: „კარიერული შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“. ორგანიზება გაუწიეს სხვადასხვა აქტივობას, როგორიცაა უსაფრთხო ინტერნეტი, eTwinning-ის დღისთვის პოსტერების შექმნა, თავსატეხები, Wordcloud და სხვა. მათ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შექმნეს მასწავლებლის და მოსწავლეების ავატარები, მოთხრობა-მოგზაურობა, ციფრული გონება და დღევანდელობა, პროექტის შინაარზე დაყრდნობით დააგენერირეს სიმღერა, სხვადასხვა ფიგურების 3D მოდელები. ერთობლივად აღინიშნა ბავშვთა საერთაშორისო დღე და განხორციელდა სხვა საინტერესო აქტივობები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი წარდგენილია ეროვნული ხარისხის ნიშანზე

„ველოდებით, როგორც ეროვნულ ასევე ევროპული ხარისხის ნიშანს. მადლობა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლის პედაგოგებს დაუღალავი შრომის, თანადგომისა და მიღწეული წარმატებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება