| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მასპინძლობენ.
სკოლაში, მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე, არაერთი ღირსეული თაობა აღზრდილა, რითაც სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ყოველთვის ამაყობს.
ახლახან, სკოლას უმასპინძლეს კურსდამთავრებულებს, რომელთაც სკოლა 50 წლის წინ დაამთავრეს.
„დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო. სკოლის კედლებმა 50 წლის წინანდელ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა – ადამიანებს, რომლებმაც ნახევარი საუკუნის წინ სწორედ აქედან დაიწყეს დიდი ცხოვრების გზა.
წლების შემდეგ მშობლიურ სკოლაში დაბრუნება თავისთავად დიდი ემოციაა, თუმცა ეს დღე კიდევ უფრო ძვირფასი და ამაღელვებელი გახდა, რადგან ყოფილ მოსწავლეებთან ერთად სკოლას მათი სამი სათაყვანებელი პედაგოგიც ესტუმრა:ილია კვიჟინაძე, ტრისტან სამხარაძე და როსტომ ნოზაძე. დრომ ვერაფერი დააკლო იმ მტკიცე კავშირსა და სიყვარულს, რომელიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ათწლეულების წინ ჩაისახა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა